პრემიერი ლავროვზე: რა სკანდალი ნახეთ, ავიაციის სააგენტო აძლევს თანხმობას შესაბამის უწყებას

ძალიან მარტივადაა საქმე, ამას პატარა ბავშვი მიხვდება, ჯერ ერთი შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს იყო მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება - უვიზო რეჟიმის და ფრენების გადაწყვეტილება, დღეს რაც თქვა ლავროვმა, ეს არის ფაქტის კონსტატაცია, რა თქმა უნდა, მოხდა გაფორმება ამ შეთანხმების საქართველოს მთავრობასთან, ეკონომიკის სამინისტროს ავიაციის სააგენტო ბუნებრივია, თანხმობას აძლევს შესაბამის უწყებას და რუსულ კომპანიებს, ამ შეთანხმებაზეა საუბარი და რა არის ამაში გაუგებარი, რა სკანდალი ნახეთ, რა აღმოაჩინეთ?

მანამდე თქვენ მოისმინეთ რუსეთის პირველი პირის განცხადება, დღეს რაც გაკეთდა განცხადება, ეს იყო დადასტურება ფაქტის, რომ შეთანხმება მოხდა მთავრობასთან, ჩვენ ეს ფარულად არ გაგვიკეთებია, მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ თქვა, რომ ფრენებს აღადგენს, ჩვენ ამას მივესალმეთ და ვთქვით, რომ კარგი ნაბიჯია, იმიტომ, რომ რაც წაადგება ჩვენს ხალხს, კარგია... არანაირი ფორმალური მოლაპარაკება არ გამართულა, ეს იყო რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება. ჩვენმა მთავრობამ დაამოწმა და მოიწონა ეს გადაწყვეტილება

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი სერგეი ლავროვის განცხადებაზე, რომ რუსეთი საქართველოსთან ფრენების აღდგენასა და ვიზების გაუქმებაზე ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობასთან შეთანხმდა.

კომენტარები