შერს საკუთარი შვილის გატაცების დაგეგმვაში ყოფილი რძალი ადანაშაულებს

ელაიჯა ბლუ ოლმანი და შერი
Entertainment Weekly

შერს საკუთარი შვილის ელაიჯა ბლუ ოლმანის გატაცებაში ადანაშაულებენ. ბრალმდებელი ცნობილი მომღერლის ყოფილი რძალი მერი ენჯელა კინგია.

ოლმანმა 2021 წლის ნოემბერში სასამართლოში განქორწინების საბუთები შეიტანა. 2022 წლის დეკემბერში კინგმა სასამართლოს განქორწინებისთვის საჭირო საბუთები მიაწოდა. საბუთებში აღწერილი იყო ერთი შემთხვევა, რომელშიც შერის სახელი ფიგურირებდა.

კინგის თქმით შერმა საკუთარი ვაჟი მოიტაცა, იმის გამო, რომ წყვილი ყველაფრის მიუხედავად შერიგებაზე ფიქრობდა და ქორწინების წლისთავზე ნიუ-იორკის სასტუმროში დროის ერთად გატარებას აპირებდა.

"2022 წლის 30 ნოემბერს, ჩვენი ქორწინების წლისთავზე სასტუმროს ნომერში ოთხი ადამიანი შემოიჭრა. მათ ელაიჯა ნომრიდან გაიყვანეს. ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა, რომ ელაიჯას დედამ(შერმა) დაიქირავა". – წერია კინგის ჩვენებაში.

შერს და მის გარემოცვას კინგის ბრალდებებზე პასუხი ამ დრომდე არ გაუცია.

ოლმანი და კინგი 2013 წელს დაქორწინდნენ. კინგი ინგლისური პოპ ბენდ KING-ის ყოფილი წევრია.

კომენტარები