მიწისძვრა

ლაგოდეხთან 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის წინასწარი ინფორმაციით, დღეს კიდევ ერთი, 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. 

ამასთან, წინასწარი მონაცემებით, ეპიცენტრი ლაგოდეხიდან 12 კილომეტრში, სოფელ რაჭისუბანში იყო.

აქამდე, დღეს თბილისიდან 4 კილომეტრში, სოფელ ლელუბანთან 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

კომენტარები