ღარიბაშვილის გამოსვლა გაეროში

მთავრობამ პრემიერის გაეროში გამოსვლის მის მიერვე გავრცელებული ტექსტი ჩაასწორა

მთავრობამ პრემიერის გაეროში გამოსვლის მის მიერვე გავრცელებული ტექსტი ჩაასწორა.

გავრცელებულ თარგმანში პრემიერი ამბობდა:

"ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო - ჩვენი მთავრობის ფუნდამენტური ფილოსოფია არის ნებისმიერ ფასად ომის აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფა".

ახალ ვერსიაში, აღარ გვხვდება "ნებისმიერ ფასად ომის აცილება", პრემიერს ეს სიტყვები არც გაეროში უთქვამს.

"ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო - ჩვენი მთავრობის ფუნდამენტური ფილოსოფია არის ომის აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფა". - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის პრესსამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ "თარგმანი დაკორექტირდა".

მიუხედავად იმისა, რომ პრემიერს ეს ტრიბუნასთან არ უთქვამს, გაეროსთვის გაგზავნილი სიტყვის ტექსტში წერია "ნებისმიერ ფასად ომის აცილება".

 

კომენტარები