ოთარ ფარცხალაძე

ბოკერია მთავრობაზე: თვითონ უნდა აღმოეჩინათ, რომ ფარცხალაძე ФСБ-თან კავშირშია

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან კი არ უნდა იგებდნენ, რომ ფარცხალაძე ФСБ-თან კავშირშია, თვითონ უნდა აღმოეჩინათ. ახლა აბსურდს ითხოვენ, მტკიცებულებები მოგვაწოდეთო - წყაროებს გაუმხელს აშშ-ს დაზვერვა სუს-ს, მეტი საქმე არ აქვთ.

ამიტომ, ამით არავინ უნდა მოტყუვდეს, ეს კაცი [ოთარ ფარცხალაძე] წარმოადგენს მთლიანად ამ რეჟიმს, ივანიშვილის სუსიანად, ეგ არის ჩვენი მთავარი პრობლემა.

ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია სუს-ის მიერ ოთარ ფარცხალაძის დაბარებას.

კომენტარები