წულუკიანის გამოსვლა

წულუკიანი: ვერ ვიტან ჩაწყობას, დღეს ძალიან ბევრი ჩემი სისხლი და ხორცი მყავს განაწყენებული

თქვენ ალბათ ხედავთ, რომ ამათ თავიანთი ტელევიზიები აქვთ დაპყრობილი წივილით, კივილით და ვერ ინელებენ და ეგუებიან იმას, რომ კულტურის სამინისტროში შეიცვალა მიდგომები. კულტურის სამინისტროში ბევრი რამე შეიცვალა, მაგალითად, შეიცვალა ის, რომ მე რითიც ვარ ცნობილი, იმას ვაგრძელებ. მე ვერ ვიტან თხოვნებს, ვერ ვიტან ჩაწყობას, როდესაც ვხედავ, რომ ადამიანს რაღაც არ ეკუთვნის, მაღიზიანებს, სულ რომ ეს ადამიანი იყოს ჩემი სისხლი და ხორცი და მე დღეს ძალიან ბევრი ჩემი სისხლი და ხორცი მყავს განაწყენებული და მგონია, რომ ეს ძალიან კარგია. აი, ასე მოუხდება ყველას. რატომ? იმიტომ რომ ეს სამინისტრო არ არის ჩემი, ეს სამინისტრო არის სახელმწიფოსი და ეს სახელმწიფო ძლივს შეიქმნა. ეს სახელმწიფო რომ ძლივს შეიქმნა და ამ სახელმწიფოს შექმნაში, რომ ქართველი გოგოების სისხლი დევს, რომელიც ამ შენობის [პარლამენტის] წინ დაიღვარა, ჩვენ გვაქვს ელემენტარული პასუხისმგებლობა, ცოტა უფრო დიდ გოგოებს, რომ მოვიქცეთ წესიერად და მე ვცდილობ რომ მოვიქცე წესიერად და ამ წესიერად ქცევის მცდელობაში ვერავინ ხელს ვერ შემიშლის.

თქვა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში გამოსვლისას.

კომენტარები