საგარეო ვაჭრობა

გასულ წელთან შედარებით ექსპორტი 14.4 %-ით, ხოლო იმპორტი 17.8 %-ით გაიზარდა - საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 14 005.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.8 %-ით მეტია. აქედან ექსპორტი 4 079.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 14.4 %-ით, ხოლო იმპორტი გაზრდილია 17.8 %-ით და შეადგენს 9 925.7 მლნ. აშშ დოლარს. 

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.0 % შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული ასე ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (567.8 მლნ. აშშ დოლარი), სომხეთი (552.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (461.4 მლნ. აშშ დოლარი).

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 644.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 225.5 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 190.1 მლნ. აშშ დოლარი).

რუსეთი საქართველოს საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის სამეულშია. რუსეთში ქართული საქონლის ექსპორტი წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 15.3 %-ით მეტია, ხოლო რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის ღირებულება 14.7 %-ით გაიზარდა. 

კომენტარები