სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ხუნდაძე: მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე პასუხისმგებლობის აღება უცხოელ ლობისტებსაც მოუწევთ

საქართველოში მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე პასუხისმგებლობის აღება იმ უცხოელ ლობისტებსაც მოუწევთ, რომლებიც მუდმივად აქეზებენ ქართულ რადიკალურ ოპოზიციას.

ეს არის შედეგი იმ რამდენიმეწლიანი დეზინფორმაციისა, რასაც ძალადაკარგული ოპოზიცია საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით აკეთებს. ოპოზიციას არა აქვს არჩევნებით ხელისუფლებაში მოსვლის შანსი და ერთადერთი გზა დარჩათ - რევოლუცია, რის უფლებასაც არც ჩვენ და არც ქართული საზოგადოება არ მისცემს.

მოვუწოდებთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, აიღონ პასუხისმგებლობა უკრაინის პოლიტიკაში მიგრირებულ, საქართველოდან გაძევებულ პოლიტიკოსებზე, მათ მტრულ ზრახვებზე და მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე ქვეყანაში. სწორედ ისინი ლობირებენ მათ, რომელიც არც უკრაინის და მითუმეტეს, არც საქართველოს ინტერესებში არ შედის.

ჩვენ არ დავუშვებთ უკრაინის ომის ან მაიდნის განმეორებას საქართველოში.

შეეგუოს ყველა, საქართველოში რევოლუცია არ იქნება!

ბიძინა ივანიშვილის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი" ხელისუფლების გადაყენების მიზნით ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავს.

კომენტარები