ოთარ ფარცხალაძე

რას გულისხმობს სანქციები, რომლებიც ფარცხალაძეს დაუწესეს

14 სექტემბერს აშშ-მ ახალი მასშტაბური სანქციების პაკეტი დაამტკიცა. სანქცირებულთა სიაში შედიოდა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძეც, რომელსაც შეზღუდვები საქართველოში რუსული გავლენების გავრცელების გამო დაუწესდა.

დაწესებული სანქციები გულისხმობს შემდეგ შეზღუდვებს:

  • ყველა სახის საკუთრება და საკუთრების წილი, რომელიც სანქცირებულ პირს შეერთებულ შტატებში აქვს, ან თუ მისი ეს ქონება ეკუთვნის ან აკონტროლებს აშშ-ს მოქალაქე, იქნება დაბლოკილი და შეუძლებელი იქნება მისი გადაცემა, გადახდა, ექსპორტი, გამოტანა და ნებისმიერი სახის ფინანსური ტრანზაქცია.
  • შეზღუდვები სანქცირებული პირის მიმართ, ან მის სასარგებლოდ, კრძალავს აშშ-დან ნებისმიერი სახის კონტრიბუციისა თუ თანხების, საქონლის გაღებასა და მომსახურების გაწევას. ასევე, იკრძალება ამავე პირისგან ნებისმიერი სახის კონტრიბუციისა თუ ფინანსების, საქონლისა და სამსახურის მიღება.
  • ქონებასა და ფინანსების მიმოქცევაზე დაწესებული შეზღუდვების გარდა, სანქციები გულისხმობს აშშ-ს ტერიტორიაზე ჩასვლის აკრძალვასაც, რადგან დასანქცირებული პირები მოიაზრებიან აშშ-ს ინტერესების დამაზიანებელ პირებად. გამონაკლისი დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ან საშინაო უსაფრთხოების მდივანი დაადგენს, რომ მსგავსი ადამიანის ქვეყანაში შესვლა აშშ-ს ინტერესებთან წინააღმდეგობაში არ იქნება.
  • სანქციების ფარგლებში იკრძალება დაწესებული შეზღუდვების დარღვევა და მათთვის გვერდის ავლა.

კომენტარები