NATO

ბოკერია: უსინდისო სიცრუეა, რომ NATO-ში გაწევრიანება ჩვენზე არაა დამოკიდებული

ეს არის ის იმ მავნებლობის გაგრძელება, რა ხაზიც ოცნებას წლებია აქვს, რომ ჩვენზე კი არ არის რამე დამოკიდებული, სხვებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და ამასობაში ჩვენ ორ კარში ვდგავართ და ვცივდებით, ანუ ვერ ვართ დაცული და ვერაფერს ვიზამთ, ამიტომ თითქოს სხვა კარი უნდა ვეძებოთ, რომ დაცულები ვიყოთ. ეს არის უსინდისო სიცრუე. იმისთვის, რომ კარში შეხვიდე და თავისუფალ სამყაროში დაბრუნდე ძალისხმევა უნდა გაწიო. თუ ბარიერი გაქვს, ძალისხმევა უნდა გააორმაგო, როგორც ეს ლიტვა, ლატვია და ესტონეთმა გააკეთეს თავის დროზე. ამის ნაცვლად, ეს რეჟიმი, არა თუ ძალისხმევას არ წევს, პირიქით, საპირისპირო საქმეს აკეთებს და საზოგადოებაში უიმედობას ნერგავს, რომ არაფერი არ გამოვა. 

ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია ეხმაურება ქართული ოცნების თავჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, რომელმაც NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე თქვა, რომ "ღია კარში ყოფნა და ორპირ ქარში ყოფნა, არის ძალიან საშიში. ორპირმა ქარმა გაციება იცის. შესაბამისად, ეს მდგომარეობა კარგი და სწორი არ არის". 

კომენტარები