ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა

მედია: უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ლუგანსკის ოლქში საბაჟოს სამსახურის უფროსი ააფეთქა

იური აფანასიევსკი
რუსული სამთავრობო მედია / Українська правда

ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის საბაჟო სამსახურის უფროსი, იური აფანასიევსკი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ააფეთქა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, UKrinform-ი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

"ის თავის სახლში ააფეთქეს [...] აფანასიევსკიმ მიიღო ჭრილობები თავის, კისრისა და მუცლის არეში და ახლა მძიმე მდგომარეობაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია" - წერს უკრაინული მედია თავის წყაროებზე დაყრდნობით.  

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აფანასიევსკი უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართული ბოევიკების დაჯგუფების დასაფინანსებლად ფულს ათეთრებდა. ამასთან, მის წინააღმდეგ ევროკავშირს, გაერთიანებულ სამეფოს, კანადას, შვეიცარიასა და იაპონიას ინდივიდუალური სანქციები აქვთ დაწესებული. 

კომენტარები