OPEC–ის ყოფილ ნიგერიელ პრეზიდენტს დიდ ბრიტანეთში მექრთამეობის ბრალი წარუდგინეს

Diezani Alison-Madueke in 2014

ბრიტანეთის პოლიციამ ნიგერიის ნავთობის ყოფილ მინისტრს, დიეზანი ალისონ-მადუეკეს მექრთამეობის ბრალი წარუდგინ. ბრიტანეთის პოლიციის ინფორმაციით, ის ქრთამს ნავთობისა და გაზის მრავალმილიონიანი ფუნტის კონტრაქტების გაცემის სანაცვლოდ იღებდა.

ელისონ-მადუეკე ნიგერიის მინისტრის პოზიციას 2010 წლიდან 2015 წლამდე იკავებდა. ამასთან, 2014-2015 წლებში ის ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) პრეზიდენტი იყო.

"ჩვენ ვეჭვობთ, რომ დიეზანი ალისონ-მადუეკემ ბოროტად გამოიყენა თავისი ძალაუფლება ნიგერიაში და მრავალმილიონიანი ფუნტის კონტრაქტების გაფორმებისთვის ფულადი პრემიები მიიღო". - თქვა ენდი კელიმ, დანაშაულის ეროვნული სააგენტოს (NCA) საერთაშორისო კორუფციის განყოფილების ხელმძღვანელმა.

ელისონ-მადუეკეს სულ მცირე 100 000 ფუნტის ($127 000) ოდენობის ნაღდი ფულის მითვისების გარდა ბრალი ედება პირადი მძღოლის მომსახურების, კერძო ფრენების, ძვირადღირებული საოჯახო მოგზაურობებისა და ლონდონის სხვადასხვა ქონებით სარგებლობისთვის.

მის წინააღმდეგ NCA-ის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში ასევე დეტალურადაა აღწერილი ქრთამების სახით მიღებული ნივთები თუ მომსახურება, მათ შორის ავეჯი, სახლის სარემონტო სამუშაოები, შვილების სკოლის გადასახადები და მაღალი კლასის დიზაინერების მაღაზიების საქონელი, როგორიცაა Cartier და და Louis Vuitton.

NCA-ის თქმით, სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებული მილიონობით ფუნტის ღირებულების აქტივები გაყინულია, ხოლო მტკიცებულებები აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტს გადაეცა, რამაც მათ ალისონ-მადუეკესთან დაკავშირებული 53 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივების დაბრუნების საშუალება მისცა. ამასთან, ნიგერიის სასამართლომ ათობით მილიონი დოლარის ღირებულების აქტივების კონფისკაციის ბრძანება გასცა.

ალისონ-მადუეკი პირველად ლონდონში 2015 წლის ოქტომბერში, თანამდებობის დატოვებიდან რამდენიმე თვეში დააკავეს. მისი საქმეებს ასევე იძიებდნენ ნიგერიასა და შეერთებულ შტატებში. 2015 წელს ალისონ-მადუეკიმ კორუფციის ბრალდებები უარყო, თუმცა ამჯერად მას კომენტარი არ გაუკეთებია.

NCA-ის ცნობით, OPEC-ის ყოფილი პრეზიდენტი ამჟამად სენტ-ჯონ ვუდში, დასავლეთ ლონდონის კეთილმოწყობილ უბანში ცხოვრობს და ის ვესტმინსტერის სასამართლოში 2 ოქტომბერს გამოცხადდება.

კომენტარები