ჩრდილოეთ კორეა

ჩრდ. კორეის თავდაცვის მინისტრი თვლის, რომ კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული ომი გარდაუვალია

კან სუნ ნამი

ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის მინისტრი, კან სუნ ნამი თვლის, რომ კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული ომი გარდაუვალია და ეს მხოლოდ დროის საკითხია. მაღალჩინოსნის მოსაზრება მოსკოვის საერთაშორისო უსაფრთხოების XI კონფერენციის დამსწრეებს რუსეთში ფხენიანის სამხედრო ატაშემ გააცნო.

ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.

"ბირთვული ომი კორეის ნახევარკუნძულზე ახლა გახდა იმის საკითხი, მოხდება თუ არა, არამედ იმის საკითხი, თუ ვინ და როდის დაიწყებს მას". – ეწერა იზოლირებული სახელმწიფოს თავდაცვის უწყების მეთაურის მოსაზრებაში. 

კან სუნ ნამი აშშ-ს "ბირთვული ომის მანიაში" ადანაშაულებს და მის მოკავშირეებს სამხრეთ კორეაში "მარიონეტებს" უწოდებს და ირწმუნება, რომ ისინი "ახალი ბირთვული ომის კერას ქმნიან".

კონფერენცია მოსკოვში 15 აგვისტოს გაიმართა. მის ფარგლებში სიტყვით გამოვიდნენ რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ და საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი. ღონისძიების გახსნის დროს დისტანციურად ჩაერთო რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი.

კომენტარები