რუსეთის ეკონომიკა

რუსეთი საპროცენტო განაკვეთს 12%-მდე ზრდის

Украинская правда

მას შემდეგ, რაც რუბლის მსყიდველობითი უნარი ბოლო 17 თვის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდა, რუსეთმა საპროცენტო განაკვეთები 12%-მდე გაზარდა.

რუსეთის ბანკის წარმომადგენელთა თქმით, ინფლაციის შესაჩერებლად, რომელმაც აგვისტოში 4.4%-ს მიაღწია, საპროცენტო განაკვეთი 8.5%-დან 12%-მდე უნდა გაიზარდოს.

ექსპორტთან შედარებით იმპორტის უფრო სწრაფი ტემპით ზრდისა და უკრაინის ომისთვის გაწეული სამხედრო ხარჯების გამო, რუსეთის ეკონომიკაზე ზეწოლა იზრდება.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის ბანკმა საპროცენტო განაკვეთი მკვეთრად გაზარდა. როდესაც რუსეთი პირველად დაესხა თავს უკრაინას, ბანკმა განაკვეთი 9.5%-დან 20%-მდე გაზარდა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ მისი შემცირება დაიწყო.

ანალიტიკოსების თქმით, რუბლის გაუფასურების მთავარი ფაქტორი, დასავლეთის სანქციებით რუსეთის ეკონომიკური ზარალია. როგორც რუბლის გამყარების, ისე მისი გაუფასურების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე, რუბლი აღარ არის თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტა, ხოლო როდესაც ვალუტით საერთაშორისო ვაჭრობა მკაცრად შეზღუდულია, მისი გაცვლითი კურსი საბაზრო ღირებულების ეკვივალენტური არ არის.

შეგახსენებთ, რომ ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ, რომლებიც რუსულ ნავთობსა და გაზს ეყრდნობოდნენ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოიძიონ ალტერნატიული მიმწოდებლების მოძიების გადაწყვეტილება მიიღეს. რუსეთი SWIFT-ის საერთაშორისო გადახდის სისტემიდან გამოთიშულია.

კომენტარები