ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეელებს კიმ ჩენ ინის პორტრეტების შტორმისაგან დაცვა დაევალათ

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი

ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური უწყებების მითითებით, მოსახლეობამ ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის პირობებში უპირატესობა კიმ ჩენ ინისა და მისი დინასტიის პორტრეტების დაცვას უნდა მიანიჭოს

იაპონიასა და სამხრეთ კორეაზე დარტყმების შემდეგ, 10 აგვისტოს ქარიშხალმა, რომელსაც თან ძლიერი წვიმა ახლავს, ჩრდილოეთ კორეის ტერიროტიაზე გადაინაცვლა. ქვეყნის დედაქალაქ ფხენიანში წყალდიდობის გამო მზადყოფნა გამოცხადდა. მოსახლეობის ნაწილის საცხოვრებელი ადგილიდან ევაკუაცია გახდა საჭირო, ელექტოენერგიის მიწოდებაც შეფერხებულია. 

სახელმწიფო მედიის ცნობით, ოფიციალურ პირებს დაევალათ გადაუდებელი ზომების გატარება ქარხნებისა და მოსავლის ქარიშხლისგან დასაცავად. აქვეა მითითებული, რომ ხალხის "უპირველესი ყურადღება" ქვეყნის ამჟამინდელი ლიდერის კიმ ჩენ ინის, მისი მამის კიმ ჩენ ილისა და ჩრდილოეთ კორეის დამფუძნებლის კიმ ირ სენის პროპაგანდისტული პორტრეტების, აგრეთვე ქანდაკებების, მოზაიკის, ფრესკების და სხვა მსგავსი ნიმუშების "უსაფრთხოების უზრუნველყოფა" უნდა იყოს.

კომენტარები