საფრანგეთი

საფრანგეთში დასასვენებელ კოტეჯში გაჩენილ ცეცხლს 9 ადამიანი ემსხვერპლა

GETTY IMAGES

საფრანგეთში, ვინცენჰაიმის მახლობლად მდებარე რეკრეაციულ კომპლექს La Forge-ში, რომელიც შშმ პირებს მასპინძლობდა, ხანძარი გაჩნდა. ამჟამინდელი მონაცემებით 9 ცხედარია ნაპოვნი, თუმცა კიდევ ორი ადამიანი დაკარგულია. 

შენობა ყოფილ ბეღელს წარმოადგენდა, რომელიც სამსართულიან დასასვენებელ კოტეჯად იყო გადაკეთებული. ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე ოთხი სახანძრო მანქანა და 76 მეხანძრე გაიგზავნა. მათი თქმით, სანამ ხანძრის ლიკვიდაციას შეძლებდნენ, სახლის ორ მესამედს ცეცხლი სწრაფად მოედო.

17 ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა, სულ მცირე, ერთი პირი კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. ასევე, მან სასწრაფო დახმარების სამსახურს სწრაფად რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები