შოვი

შოვში მიწის მასა ჩამოიშალა – ადგილზე მოქალაქეები მაშველებს ელოდებიან

სანსეტ შოვი

შოვში მეწყერის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ადგილზე მაშველებს ელოდებიან მოქალაქეები, რომლებიც, არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში არიან ჩარჩენილი. 

შემთხვევა სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. 

როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება, ადგილზე მიდიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.  

დამატებით დეტალებს ტაბულა მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

კომენტარები