ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ბარამიძე: ადამიანი რეჟიმის წინააღმდეგ თანხას ხარჯავს, წარმოიდგენთ ენმ-ში გავლენა არ უნდოდეს?

ტყუილი როგორ უნდა გაკადროთ? როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანი ამდენ რესურსს ახარჯავს, თავის თანხას, თავის დროს ახარჯავს, რომ საქართველოს მოშორდეს პუტინისტური რეჟიმი და არ უნდოდეს, რომ რაღაც თავისი გავლენა ჰქონდეს იმ პარტიაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პარტიაა და რომელშიც მისი მეგობრები არიან? ეს რანაირად წარმოგიდგენიათ? ეს ნორმალური იქნებოდა, რომ ნეიტრალური იყოს? 

გავლენა ყველას აქვს. ხაბეიშვილი არ არის ერთპიროვნული მმართველი, ბევრი ადამიანია, ყველანი ვართ და მეტნაკლებად ყველას აქვს რაღაც კონკრეტულ სიტუაციაში ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები პროცესებზე გავლენა. ეს არის ნორმალური, სწორედ ეს არის შიდა დაბალანსების და შიდა დემოკრატიის სიტუაცია. 

ასე პასუხობს ტელეკომპანია პირველის ეთერში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, გია ბარამიძე პარტიაში ყოფილი თავდაცვის მინისტრისა და ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის გავლენებზე დასმულ კითხვას. 

კომენტარები