მოლდოვა-რუსეთი

მოლდოვის ხელისუფლებამ ქვეყნიდან 59 რუსი დიპლომატი გააძევა

მოლდოვის ხელისუფლებამ ქვეყნიდან 59 რუსი დიპლომატი გააძევა. შესაბამისად, კიშინოვში რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობა 84-დან 25-მდე შემცირდება. ამის შესახებ მოლდოვის პრემიერმინისტრის სპიკერმა ისაუბრა.

პრემიერმინისტრის აპარატის განცხადებით, რუსეთის საელჩოს თანამშრომლების რაოდენობა დიპლომატიურ პოზიცებზე 10-მდე შემცირდა, ტექნიკურ პოზიციებზე მომუშავე ადამიანების რაოდენობა კი 15-მდე.

გადაწყვეტილების მიღებამდე, მოლდოვური ტელეარხის Jurnal TV მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ რუსეთის საელჩოს ტერიტორიაზე ათობით ანტენა და სატელიტები განათავსეს, რომლებსაც რუსეთის სპეცსამსახურები ჯაშუშობისთვის იყენებდნენ.

ამის შემდეგ, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოლდოვაში რუსეთის ელჩი, ოლეგ ვაზნეცოვი დაიბარა და რუსეთის სპეცსამსახურების საქმიანობაზე განმარტებები მოსთხოვა.

კომენტარები