რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკიმ სტოლტენბერგს მარცვლეულის შეთანხმებაზე NATO-უკრაინის საბჭოს მოწვევა სთხოვა

ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს ვილნიუსის სამიტზე
Paul Ellis/Pool/AFP via Getty Images

22 ივლისს გამართული სატელეფონო საუბრის დროს ზელენსკიმ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს რუსეთის მიერ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერებასთან დაკავშირებით NATO-უკრაინის საბჭოს მოწვევა სთხოვა.

"მე მივმართე იენსს სასწრაფოდ მოიწვიოს საბჭო კრიზისზე შესაბამისი კონსულტაციებისთვის". - თქვა ზელენსკიმ.

ალიანსის წევრები NATO-უკრაინის საბჭოს შექმნაზე ვილნიუსში გამართული სამიტის დროს შეთანხმდნენ.


შეგახსენებთ, რომ 17 რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, შეთანხმების დატოვების მიზეზად დაასახელა რუსეთის მიმართ აღებული ვალდებულებები შეუსრულებლობა.

ამავდროულად, რუსეთის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც რუსეთისა და ოკუპირებული ყირიმის მაკავშირებელ ხიდზე აფეთქება მოხდა. 17 ივლისს ქერჩის სრუტეზე გამავალ ხიდზე, რომელიც ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის ფედერაციას აკავშირებს, აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ობიექტი დაზიანდა და გადაადგილება დროებით შეჩერდა. უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ეს უსაფრთხოების სამსახურისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი სპეცოპერაცია იყო და იერიში საზღვაო დრონების გამოყენებით განახორციელეს. მსგავსი უპილოტო აპარატების გამოყენებაზე საუბრობდა რუსული მხარეც.

აფეთქებიდან რამდენიმე საათში, რუსეთმა დატოვა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც უკრაინული სავაჭრო ხომალდების გადაადგილების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. შეთანხმებას თურქეთი შუამავლობდა.

აქამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პუტინი მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებაზე თანახმა იყო. რეპორტიორებთან საუბრისას ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმება, რომელიც 17 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თურქეთისა და გაეროს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად გახანგრძლივდება. 

კომენტარები