გერმანია-უკრაინა

გერმანიამ საქართველოში მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილებს €5მლნ გამოუყო

გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი და  ASB საქართველოს დირექტორი, კლემენს ფონ ჰაიმენდალი
გერმანიის საელჩო თბილისი

გერმანიამ საქართველოში მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილებს €5მლნ გამოუყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

"გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მუშა სამარიტელთა კავშირს (ASB) მომდევნო 18 თვისთვის ხუთი მილიონი ევროს ოდენობის თანხა გამოუყო ომისაგან დაზარალებული და საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილებისათვის.

პროექტის დაწყება 2023 წლის 18 ივლისს გამოცხადდა პრესკონფერენციის ფარგლებში, რომლის დროსაც გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა ASB საქართველოს დირექტორს კლემენს ფონ ჰაიმენდალს სიმბოლური ჩეკი გადასცა." - წერს გერმანიის საელჩო.

კომენტარები