ჩეჩნეთის ლიდერი

კადიროვმა შვებულება აიღო და მოვალეობები მთავრობის მეთაურს, მუსლიმ ხუჩიევს გადააბარა

Getty Images

რუსული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა შვებულება აიღო და დროებით თავისი მოვალეობები ჩეჩნეთის მთავრობის მეთაურს, მუსლიმ ხუჩიევს გადააბარა. 

"2023 წლის 3 ივლისიდან ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებას ვიღებ. ამ დროის განმავლობაში ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის მოვალეობებს ჩეჩნეთის მთავრობის მეთაურს, მუსლიმ ხუჩიევს მივანდობ". - წერია დოკუმენტში, რომელიც მედიის ცნობით, ჩეჩნეთის მთავრობის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.  

ბოლო პერიოდში ტელეგრამ-არხებზე ვრცელდებოდა ცნობები, რომ კადიროვისა და მისი მარჯვენა ხელის, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, ადამ დელიმხანოვის მდგომარეობა ცუდად იყო. ამის საპასუხოდ, კადიროვმა და დელიმხანოვმა Instagram-ზე გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ისინი დაუდასტურებელ ცნობებს გამოეხმაურნენ.

"ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის... ჩვენ ვცოცხლობთ, მშვიდად ვცოცხლობთ, პურს ვჭამთ. საინტერესოა ცხოვრება, ცხოვრება საერთოდ საინტერესოა ხოლმე, როცა მოკლეა. ამიტომ დიდ ხანს ცხოვრება ისედაც არ გვინდა. მოკლე, მაგრამ ღირსეული ცხოვრება გვექნება". – თქვა კადიროვმა ვიდეოში. 

კომენტარები