კრიმინალი

მკვლელობა სიღნაღში – არსებული ინფორმაციით, შვილმა მამა მოკლა

მედიის ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში შვილმა მამა მოკლა. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც ნასვამმა კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით მამას სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. 

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა. ტაბულა დეტალების შსს-ში დაზუსტებას ცდილობს.

კომენტარები