თენგიზ მუშკუდიანი

გარდაიცვალა საოპერო მომღერალი და მსახიობი თენგიზ მუშკუდიანი

საოპერო მომღერალი და მსახოლიბო თენგიზ მუშკუდიანი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ავრცელებს. 

"თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი დიდ გულისტკივილს გამოთქვამს საქართველოს სახალხო არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის, შესანიშნავი მომღერლის, მსახიობის, ყველასათვის სამაგალითო პიროვნების, ბატონი თენგიზ მუშკუდიანის გარდაცვალების გამო. ფასდაუდებელია მისი წვლილი ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობის საქმეში. ვუსამძიმრებთ ბატონი თენგიზის ოჯახს, მის კოლეგებს და მუსიკალურ საზოგადოებას". – წერია განცხადებაში. 

ქართველ მომღერალსა და მსახიობს 6 ივლისს 14:00 საათზე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიდან გაასვენებენ. 

თენგიზ მუშკუდიანმა 1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, ხოლო 1955 წელს  ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ვოკალის განხრით.

1954 წლიდან ის ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი და ასრულებდა ბანის პარტიებს. ასევე, ის გადაღებულია ცნობილ ქართულ ფილმებში, როგორიცაა "აბეზარა" და "დიდოსტატის მარჯვენა". 

 

კომენტარები