ნიკა გვარამია

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) ნიკა გვარამიას პრესის თავისუფლების ჯილდოს გადასცემს

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) მთავარი არხის დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდოს გადასცემს.

გვარამია საერთაშორისო ორგანიზაციის ყოველწლიური ჯილდოს 4 გამარჯვებულს შორის მოხვდა. 2023 წელს ჯილდო ასევე გადაეცემათ ჟურნალისტებს ინდოეთიდან, მექსიკიდან, ტოგოდან.

"გვარამია ცნობილი იყო მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მწვავე კრიტიკით. მისი გადაცემა ხშირად მოიცავდა გამოძიებას, რომელიც ამხილებდა ხელისუფლების სავარაუდო კორუფციას, ძალადობას და აშუქებდა საქართველოს ხელისუფლების პრორუსულ მიმართულებას. მან 2023 წლის ივნისში პრეზიდენტის შეწყალებამდე წელიწადზე მეტი გაატარა ციხეში მისჯილი 3.5 წლიდან. გვარამია ბრალდებებს უარყოფდა და ის ფართოთ გამოცხადდა, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული. გვარამია ერთადერთი ჟურნალისტია საქართველოში, რომელსაც საქმიანობის გამო პატიმრობა მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც CPJ-მ 1992 წელს დაიწყო დაკავებული ჟურნალისტების აღრიცხვა". – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

კომენტარები