კრიმინალი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული არქიმანდრიტი ნერსე 1 500-ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა

გლდანულის ღვთისმშობლის შობის ტაძრის არქიმანდრიტი ნერსე, რომელიც ნარკოდანაშაულის გამო დააკავეს, 1 500-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. 

არქიმანდრიტი ნერსე 21 ივნისს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს. 

კომენტარები