წყალმომარაგების შეზღუდვა

თბილისის ნაწილს წყალი 24 საათით შეუწყდება – ქუჩების ჩამონათვალი

თბილისის ნაწილს წყალმომარაგება 24 საათით შეუწყდება. GWP მიზეზად წყალმომარაგების ახალ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ასახელებს.

22 ივნისს, დღის 12:00 საათიდან, 23 ივნისის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სოფელ დიღომში: მარშალ გელოვანის გამზირს, გიორგი ბრწყინვალეს, გოგიაშვილის, ცხაკაიას, ჯავახიშვილის, სონღულაშვილის, უგრელიძის, თოფჩიშვილის, ბარონ დე ბაის, დანიბეგაშვილის, ხატაეთის, შერმადინის, სარაჯიშვილის, ათონელის, დიდგორის, ჩოლოყაშვილის, ხანძთელის, ფიროსმანის, ჭიაურელის, ანდრონიკაშვილის, ჩხიკვაძის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, მიხეილ მესხის, ჭელიძის, ჯანიაშვილის, მაყაშვილის, რჩეულიშვილის, თოფურიძის, გაბაშვილის, სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოძიაშვილის, იასამნის, ბაქრაძის, გოთუას, ლვოვის, ლომონოსოვის, ასათიანის, თამარაშვილის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის, ალასანიას და მიმდებარე ქუჩებს. კარტოზიას, ტაშკენტის, ბუდაპეშტის, კანდელაკის, ნუცუბიძის ქუჩების ნაწილს.

საბურთალოს რაიონში: ქოშიგორას, ნოზაძის, ხელაშვილის, გიორგი ბრწყინვალეს, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, პეტრე იბერის, მირიან მეფის, ფარნავაზ მეფის, რჩეულიშვილის და მიმდებარე ქუჩებს და კერძო დასახლებებს;

დიდუბის რაიონში: აღმაშენებლის ხეივნის და დიღმის მასივის ნაწილს.

გლდანის რაიონში: ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის და ენერგეტიკის ქუჩებს;

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის" - აცხადებს GWP.

კომენტარები