ქართული ოცნება

კობახიძე: იმედია, დასავლეთი ქვეყანას არ მოსთხოვს, ბავშვებში LGBT პროპაგანდას დავუჭიროთ მხარი

სტატისტიკა ვანხეთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, 18-დან 25 წლამდე მოსახლეობის 20% არის ლგბტ პირი, საფრანგეთში - 22%, არიან ქვეყნები, სადაც კიდევ უფრო მაღალია მაჩვენებელი. თავის დროზე, ჩვენ გვიმტკიცებდნენ, რომ პროპაგანდას ვერ ექნებოდა გავლენა ადამიანის ორიენტაციაზე. აღმოჩნდა, რომ ეს არის ტყუილი. პროპაგანდას, რა თქმა უნდა, გავლენა აქვს ადამიანების ქცევაზე, ამის დადასტურებაა ის სტატისტიკა, რომელიც გამოქვეყნდა. [...] ეს, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია, მითუმეტეს, როდესაც ამ პროპაგანდის ადრესატები არიან ბავშვები. ბავშვებში ლგბტ პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენ ამას დავუპირისპირდეთ სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში.

ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, ლგბტ პროპაგანდას ძალიან ფართო მხარდაჭერა აქვს. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ არ იქნება წამოყენებული ასეთი მოთხოვნა, რომ ბავშვებში ლგბტ პროპაგანდას დავუჭიროთ მხარი. ეს ჩვენთვის მიუღებელი იქნებოდა. ესტონეთში, მაგალითად, გუშინ დაკანონდა ერთსქესიანთა ქორწინება და ამას მოჰყვა ძალიან ხმამაღალი შეფასებები კონკრეტული სახელმწიფოების მხრიდან. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  ჟურნალისტებთან საუბრისას. 

კომენტარები