ბათუმი

სასამართლომ პოლიციელს, რომელიც ბათუმში ორ ქვეითს დაეჯახა, პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაკავებულ პოლიციელს, ვიტალი ზოიძეს, რომელიც ორ ადამიანს  დაეჯახა, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

შემთხვევა ბათუმში 13 ივნისს მოხდა. ავარიის შედეგად ორი ქვეითიდან ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში მკურნალობს.

პროკურატურის ინფორმაციით, პოლიციელი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. დაკავებული კაცი ავარიის დღეს სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა და თავისი პირადი ავტომანქანით გადაადგილდებოდა. ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. 

დაკავებულს ბრალი სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილებით წარუდგინეს, რაც ავოტასაგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. (ქმედება, ჩადენილი ალკოჰოლის ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ). 

 

 

კომენტარები