LGBT PRIDE

ხუნდაძე: LGBT PRIDE აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის პერიოდში დააანონსეს, მფარველობის იმედით

თუკი ამერიკის პრეზიდენტს ლგბტ თემის წარმომადგენლების ხმები სხვა მიზნებთან ერთად, არჩევნების მოსაგებად სჭირდება, საქართველოში ამის პროპაგანდა სიტუაციის ასარევად, ყველაზე ხელუხლებლის - რწმენის გასანადგურებლად და ქართული სინდისის  გასაქრობად სურთ.

ახლოვდება ივლისის თვე და დაანონსებული ლგბტ პრაიდი ზუსტად ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის პერიოდში, ალბათ მათი მფარველობის იმედით.

მივმართავ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს: - თქვენ საქართველოში მართალია, საპატიო დიპლომატიური მისიით ბრძანდებით და გიდასტურებთ პატივისცემას, მაგრამ  არ დაგავიწყდეთ, რომ სტუმრები ხართ. მიუხედავად  თქვენი აუცილებელი და საჭირო სტუმრობისა ჩვენს ქვეყნაში, სტუმრები ვერ შეცვლიან საქართველოში მასპინძლის ადათ-წესებს. ჩვენ არავისგან გვესწავლება ტოლერანტობა და არც არავისგან მივიღებთ ამაზე მითითებებს.

იმედს ვიტოვებ, რომ ლგბტ თემას ევროკავშირის წევრი სტატუსის მონიჭების პროცესში,  შანტაჟის კიდევ ერთ იარაღად არ გამოიყენებთ. და თუ  მაინც შეეცდებით, საზოგადოებისგან პასუხი იქნება შესაბამისი. ეს ქვეყანა სწორედ ღირსებით, რწმენისა და ტრადიციების პატივისცემით მოვიდა აქამდე და ჩვენ დღეს მის მომავალს ფერად წერტილს ვერავის დავასმევინებთ.

ბიძინა ივანიშვილის დეპუტატი, ხალხის ძალის წევრი დიმიტრი ხუნდაძე პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები