საბერძნეთი

საბერძნეთის პოლიციამ ბანანის კონტეინერებში 3.2 მილიონი ევროს ღირებულების კოკაინი აღმოაჩინა

Reuters-ის ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციამ ბანანის კონტეინერებში 3.2 მილიონი ევროს ღირებულების კოკაინი აღმოაჩინა

პოლიციამ პირეოსის პორტში ორი საეჭვო კონტეინერი ამოიღო და თესალონიკის პორტში მიტანის შემდეგ 161 კილოგრამის კოკაინი აღმოაჩინა.

პოლიციის ცნობით, ნარკოტიკი, რომელიც საბერძნეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში გავრცელდებოდა, დაახლოებით 3.2 მილიონი ევროს ღირებულებისაა.

ნარკოტიკი გამოძიების ფარგლებში იპოვეს, რომელიც საბერძნეთმა გასულ თვეს ჩრდილოეთ მაკედონიის ხელისუფლებასთან და აშშ-ს ნარკოტიკების საწინააღმდეგო სააგენტოსთან ერთად დაიწყო. 
 
საბერძნეთის პოლიციამ 14 ადამიანი დააკავა.

კომენტარები