საქართველოს პრეზიდენტი

პრემიერი: რა თქმა უნდა, პრეზიდენტს არ ვუპასუხებ, მინდა, მას წარმატებული დღე ვუსურვო

მე, რა თქმა უნდა, ქალბატონ პრეზიდენტს არ ვუპასუხებ ამ ტრიბუნიდან - მინდა, მას წარმატებული დღე ვუსურვო. ერთი რამ მინდა აღვნიშნო, ჩვენ გვაქვს საზეიმო განწყობა, ჩვენ გუშინ განსაკუთრებულად აღვნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და მე, როგორც რიგით მოქალაქეს, მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ მინიმუმ ამ დღეს ვერთიანდებით. ეს დღე უნდა იყოს ურთიერთპატივისცემის, სიყვარულის გამოხატულების დღე და ეს უნდა იყოს გამაერთიანებელი დღე. ეს იქნებოდა ჩემი პასუხი. 

რაც შეეხება პროტოკოლის წესებს, მთავრობას ჰყავს პროტოკოლის სამსახურის ძალიან კვალიფიციური უფროსი, ბატონი დავით ზანთარაია მინდა მას მადლობა გადავუხადო. ასევე ბატონი ილია დარჩიაშვილის უწყების თანამშრომლებს მინდა მადლობა გადავუხადო.

ამბობს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. დიასპორის დღეზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ საგარეომ პროტოკოლი კიდევე ერთხელ დაარღვია - "ეს არ არის რომ მე ასე მინდა - სკამი იქით დამიდეთ, ან გადადექი, ჩაიჩოჩე-ჩამოიჩოჩე და ეს არ არის პრეზიდენტის შეურაცხყოფა, ეს არის დარღვევა პროტოკოლის". 

კომენტარები