რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანიისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში შეხვედრაზე იკამათეს – POLITICO

Politico-ს ინფორმაციით, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე გერმანიისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა - ანალენა ბერბოკმა და პეტერ სიიარტომ, იკამათეს - თუ რა როლი აქვს უნგრულ ბანკს უკრაინაში მიმდინარე ომში. 

ბოლო დღეებში ბანკი - OTP ოფიციალური პირების ყურადღების ცენტრში მოხვდა, რადგან უნგრეთი უარს ამბობს დაამტკიცოს ევროკავშირის მეტი სამხედრო დახმარება უკრაინისთვის მანამ, სანამ კიევი არ ამოიღებს კომპანიას "ომის სპონსორების" სიიდან. ამასთან, დიპლომატების თქმით, დავა აჭიანურებს რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას. 

ანონიმური წყაროს ცნობით, ანალენა ბერბოკმა პეტერ სიიარტოს მას შემდეგ უპასუხა, რაც მან ბუდაბეშტის პოზიცია ბაკთან დაკავშირებით შეხვედრაზე გაიმეორა.

მანამდე, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობდა, უკრაინა უფრო და უფრო მტრულად განწყობილი ხდება მისი ქვეყნის მიმართ, რის ილუსტრაციადაც უკრაინის მიერ უნგრული ბანკის, OTP-ს ტერორიზმის სპონსორთა საერთაშორისო სიაში შეყვანას ასახელებს. სიიარტოს თქმით, უნგრეთი დაბლოკავს უკრაინისთვის ყველა სამხედრო დახმარებას მანამ, სანამ კიევი ამ სიიდან უნგრეთს არ ამოიღებს

კომენტარები