ვერ დავუშვებ, რომ ბატონი კობახიძე, თავს ნებას აძლევდეს, რომ ქართველ ხალხზე, რომელმაც არაჩვეულებრივი ტოლერანტობის ახალი მაგალითი მისცა მსოფლიოს, როცა წელიწად-ნახევარია იღებს მიგრანტებს ოკუპანტი ქვეყნიდან ისე, რომ არცერთი ინციდენტი არ მომხდარა. არ მივცემ მას უფლებას, რომ ამ ხალხზე, რომელმაც საუკუნეები გაიარა ისე, რომ არავინ დაგვწამა ქსენოფობია, მან დაიწყოს ამაზე საუბარი. მით უმეტეს, როცა ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს არის რუსეთის ჩვეულებრივი თემა, რომ ვითომ თავისი მოქალაქეების დასაცავად შედის სხვადასხვა ქვეყანაში. თუ ბატონი კობახიძე ამის გამზადებას ცდილობს, მგონია, რომ ჩვენ ამას არ დავუშვებთ, არც საზოგადოება, არც მე და სადაც საზოგადოება, მეც იქ ვიქნები.
tbl.ge/6dms
დაკოპირდა

ასე ეხმაურება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სიტყვებს, რომელმაც მოქალაქეებს, რომლებიც სავარაუდოდ სანქცირებული რუსი მოქალაქეების საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებდნენ, ქსენოფობები უწოდა.
ამავე თემაზე
- ლილუაშვილი ლავროვის ოჯახზე: ჩვენ მივესალმებით ყველა მშვიდობიან სტუმარს
- პრიგოჟინი აკრიტიკებს ლავროვს საქართველოში მისი ოჯახის მიერ ქორწილის გადახდის ცნობის გამო
- კინზინგერი: ქართველებს არ სურთ, რომ რუსეთის საკუთრება იყვნენ, ირაკლი კობახიძეს სურს
- ლავროვის ოჯახის წევრების ქორწილის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლეს
- "არ ვაპირებ სასამართლოსთან რაიმე ტიპის თანამშრომლობას" – ხოშტარია გაათავისუფლეს




