ბოკერია ღარიბაშვილზე: ზუსტად იმას აკეთებს, რაც პუტინის პროპაგანდას სჭირდება

დასავლეთის დიდ ნაწილს სწორი რეაგირება არ ჰქონდა, არაადეკვატური იყო საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს და უკრაინის წინააღმდეგ 2014 წელს ყირიმში აგრესიის შემდეგ. თუმცა მათ რომ რეაქცია საერთოდ არ ჰქონოდათ, უფრო უარესი შედეგი გვექნებოდა. საბედნიეროდ, დღეს რეაქცია არის ადეკვატური და მთელი თავისუფალი სამყარო დაუპირისპირდა რუსეთს. ამ დროს საქართველოს პრემიერმინისტრი წარსულის ამ არგუმენტს იმისთვის არ იყენებს, რომ დასავლეთს დღეს უთხრას - საქართველო NATO-ს წევრი უნდა გახდეს. ბუდაპეშტში რომ იყო და იმ პოლიტიკურ ძალებს ხვდებოდა, ვინც დღესაც წარსულის მცდარ პოზიციაზეა, იქ მაინც უნდა ეთქვა ეს არგუმენტი. ამის ნაცვლად, ამ არგუმენტს ის იყენებს დღეს, როცა ვითარება ხელს უწყობს ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობის გასაღვივებლად. ზუსტად იმას აკეთებს, რაც პუტინის პროპაგანდას სჭირდება.

აღნიშნა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის კომენტართან დაკავშირებით. ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, რომ ქართული ოცნების პოლიტიკა მშვიდობის შენარჩუნებას ემსახურება, რადგან ქვეყანა ამდენი ომით დაღლილია. "ჩვენი ომი ომი არ არის და უკრაინის ომი ომი არის?" - ჰკითხა ჟურნალისტს ღარიბაშვილმა. 

კომენტარები