რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

შოიგუ ზაპოროჟიეში ჩავიდა – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

Russian Defence Ministry/Reuters

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ეწვია.

"სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში მუშაობისას, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, გენერალმა სერგეი შოიგუმ, დაათვალიერა ზაპოროჟიეში ვოსტოკის ჯგუფის ერთ-ერთი სამეთაურო პუნქტი". - წერია სამინისტროს განცხადებაში.

მან რუს სამხედროებს მადლობა გადაუხადა და “თავდადებისა და გმირობისთვის” მედლები გადასცა.

"ეს ჯილდოები თქვენი სამხედრო შრომის შეფასებაა. მადლობა ამისთვის. ვიმედოვნებ, რომ გააგრძელებთ ჩვენი ქვეყნის სამსახურს, ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის". -  თქვა შოიგუმ. 

უცნობია, თუ როდის ეწვია შოიგუ ზაპოროჟიეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადებასთან ერთად ვიდეოც გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ შოიგუ მიწისქვეშა ბუნკერში სეირნობს, მეთაურებს ესაუბრება და სამხედროებს მედლებით აჯილდოვებს.

მანამდე კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა საკუთარი პრესსამსახურის გვერდზეწერილი გამოაქვეყნა, რომელშიც მან რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეიშოიგუს ბახმუტში ჩასვლისკენ მოუწოდა. 

ტექსტი ირონიულია. მასში პრიგოჟინი მიუთითებს, რომ შოიგუს საბრძოლომოქმედებების წარმოების გამოცდილება არ აქვს.

პრიგოჟინის წერილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ გამოეხმაურა.

კომენტარები