რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

CNN: აშშ მოკავშირეებს მიანიშნებს, რომ უკრაინისთვის F-16-ის გადაცემის უფლებას მისცემს

ნიდერლანდების კუთვნილებაში მყოფი F-16

CNN-ის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია ევროპელ მოკავშირეებს მიანიშნებს, რომ უკრაინაში F-16 გამანადგურებლების ექსპორტს დაუშვებს. უკრაინას თვითმფრინავები რუსული საჰაერო თავდასხმების გაძლიერების ფონზე სჭირდება.

CNN-ის ცნობით, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა არ იციან რომელი ქვეყანა ითხოვს F-16-ების გადაცემას, თუმცა, წყაროს ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირებმა მოამზადეს დოკუმენტი ტრანსფერისთვის.

რამდენიმე ქვეყანამ ევროპაში ფლობს აშშ-ში წარმოებულ F-16-ებს, მათ შორის ნიდერლანდები - რომელმაც გამოთქვა სურვილი ნაწილი F-16-ებისა უკრაინისთვის გადაეცა. ამ უკანასკნელისთვის კი აშშ-ს თანხმობაა საჭირო, რადგან ავიაგამანადგურებელი თვითმფრინავები აშშ-ს მნიშვნელოვანი სამხედრო ტექნიკაა.

მაშინ როცა თავად აშშ ჯერ კიდევ ყოყმანებს საკუთარი F-16-ების კიევში გაგზავნაზე, CNN-ის თანახმად, ადმინისტრაცია მზად არის დაამტკიცოს თვითმფრინავების ექსპორტი უკრაინაში, თუ მოკავშირეები გადაწყვეტენ მათ მიწოდებას.

მანამდე, The New York Times-ი წერდა, რომ აშშ უკრაინელ მფრინავებს ევროპაში F-16-ზე მომზადების უფლებას არ აძლევს.

NYT-ის თანახმად, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ თეთრი სახლი ეწინააღმდეგება უკრაინისთვის F-16 მიწოდებას, რადგან ეს გამანადგურებელი ძალიან ძვირია. შედეგად, უკრაინის მხარდაჭერის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი შესაძლოა მის გაგზავნას მოხმარდეს. ამის ნაცვლად, წყაროს ცნობით, აშშ-ს ადმინისტრაცია აპირებს სხვა იარაღის მიწოდებაზე ფოკუსირდეს.

ამასთან, გასულ კვირას ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის ადმინისტრაციის სპიკერმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდები მუშაობენ "საერთაშორისო კოალიციის" შექმნაზე, რომელიც უკრაინისთვის ამერიკული წარმოების F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემას შეძლებს.

კომენტარები