კრიმინალი

მცირეწლოვანი შვილების თვალწინ კაცის მკვლელობაში ბრალდებულებს 18-18 წლით პატიმრობა მიესაჯათ

shutterstock

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქე 2 მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ცივი იარაღით მოკლეს. 

შემთხვევა 2022 წლის 28 აგვისტოს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში მოხდა

"ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულებმა დაზარალებულს, მისი ორი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, სხეულის სხვადასხვა არეში დანით ჭრილობები მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა". - წერია განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წარუდგინეს მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენას მოწმობდა. 

"ნაფიცი მსაჯულები, საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის შემდეგ, დარწმუნდნენ პროკურატურის პოზიციის მართებულობაში და ბრალდებულები ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ერთხმად ცნეს დამნაშავედ". - წერია განცხადებაში.

კომენტარები