პრემიერი: აუცილებელია, მივიღოთ დამსახურებული სტატუსი, სხვა გადაწყვეტილებას არ ველით

მე მექნება პატივი, რომ ჩვენი ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ აღვნიშნო ყველა იმ რეფორმის, ყველა იმ წარმატებული საქმიანობის შესახებ , რომელიც ჩვენმა მთავრობამ განახორციელა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამას გარდა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება კიდევ ერთხელ საუბარი იმ გამოწვევებზე, რომელიც არის შექმნილია მთელი ევროპის კონტინენტზე. გვექნება შიდა გამოწვევებზე საუბარი და ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან წარმატებული შეხვედრებიც.

გარდა სიტყვით მიმართვისა, მექნება ძალიან ბევრი ორმხრივი შეხვედრა. ჩვენი მთავარი გზავნილი არის შემდეგი - საქართველო, ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ჩვენი ქართველი ხალხი. ეს არის ჩვენი არჩევანი, რომელიც არის შეუცვლელი, რომელიც არის ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის არჩევანი.

ჩემი გზავნილი კიდევ ერთხელ იქნება შემდეგი, რომ აუცილებელია, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს დამსახურებული სტატუსი. ეს იქნება გზავნილი ევროპის მხრიდან ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის მისამართით. ჩვენ სხვა გადაწყვეტილებას არ ველოდებით, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ძალიან ბევრი, დავარწმუნოთ ჩვენი ევროპელი მეგობრები, რომ სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს.

თუ რეალურად ჩვენს ევროპელ მეგობრებს, პარტნიორებს სურთ, ქვეყანაში დასრულდეს პოლარიზაცია, იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყანამ გააგრძელოს წინსვლა ევროპის მიმართულებით, რა თქმა უნდა, მე ველი, რომ წლის ბოლოს ჩვენ გვექნება კანდიდატის სტატუსი.

უთხრა ჟურნალისტებს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეიკიავიკში, სადაც ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტი იმართება.

კომენტარები