მოლდოვა-დსთ

მოლდოვაში დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დატოვების ინიციატივა წარადგინეს

მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე, იგორ გროსუ

მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარის, იგორ გროსუს ცნობით, მოლდოვამ შესაძლოა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) საპარლამენტთაშორისო ასამბლეა დატოვოს. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი პრეზიდენტთან, მაია სანდუსთანაც განიხილა და სამომავლოდ სამართლებრივი პროცედურის დაწყება იგეგმება. ამასთან დაკავშირებით გროსუმ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 

"მას შემდეგ, რაც დსთ-ს დამფუძნებელმა რუსეთმა უკრაინაზე ბარბაროსული თავდასხმა დაიწყო, ამ ორგანიზაციას თანამეგობრობას ვეღარ ვუწოდებთ. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის დსთ-დან გასვლის პირველი ნაბიჯი, რომლისგანაც მოლდოვა უკრაინის მიერ კავშირის დატოვების შემდეგ გეოგრაფიულად განცალკევებულია... მოლდოვა სუვერენული ქვეყანაა და დამოუკიდებლად შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ დემოკრატია და თავისუფლება გვინდა... დსთ არის ორგანიზაცია, რომელიც რუსეთმა სსრკ-ს ნანგრევებზე დააფუძნა, რათა პოსტ საბჭოთა ქვეყნებზე კონტროლი შეენარჩუნებინა. ჩვენ მოლაპარაკებების მაგიდასთან აგრესორ სახელმწიფოსთან ერთად ვეღარ დავრჩებით ". - აღნიშნა იგორ გროსუმ. 

გროსუს თქმით, ის აღნიშნული ინიციატივის წარდგენას პრემიერმინისტრ, დორინ რეჩანისთვისაც აპირებს და მომდევნო საპარლამენტო შეხვედრამდე ინიციატივას კანონპროექტის სახეს მისცემს. 

კომენტარები