ბელგია-უკრაინა

ბელგიამ უკრაინის დახმარების პაკეტი დაამტკიცა, რომელშიც გაყინულ რუსულ აქტივებს გამოიყენებს

European Pravda-ს ინფორმაციით, 12 მაისს, ბელგიის მთავრობამ უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა, რომელშიც გაყინულ რუსულ აქტივებს გამოიყენებს

ფინანსური დახმარების ჯამური მოცულობა 92 მილიონ ევროს შეადგენს. ამ თანხების წყარო ბელგიაში გაყინული რუსული ფინანსური აქტივებიდან შეგროვებული საგადასახადო შემოსავალია.

"ამ თანხის ნახევარი, 46 მილიონი ევრო ახალი სამხედრო დახმარებისთვისაა განკუთვნილი. ეს მოიცავს ჯავშანტექნიკის, იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას". - ნათქვამია ბელგიის მთავრობის განცხადებაში, სადაც მითითებულია, რომ ეს თანხა "ძალიან სწრაფად უნდა გადაირიცხოს".

თანხის მეორე ნახევარი, რომელსაც ბრიუსელი კიევს გამოუყოფს, უკრაინის მოსახლეობის მხარდაჭერას და ბელგიის დიპლომატიური წარმომადგენლობის გაძლიერებას მოხმარდება.

ამ თანხის უმეტესი ნაწილი, კერძოდ, 24 მილიონი ევრო, დაიხარჯება ჰუმანიტარული დახმარების გაძლიერებაზე გაეროსთან კოორდინირებულად - კონკრეტულად, განათლებაზე, ჯანმრთელობასა და სურსათის უსაფრთხოებაზე დიდ ქალაქებსა და საომარ ზონებში.

კომენტარები