რუსეთი

პუტინის მშობლების საფლავზე ბარათის დადებისთვის პენსიონერ ქალს პირობითი პატიმრობა შეეფარდა

რუსეთის სასამართლომ სანქტ-პეტერბურგელ ქალს, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინის მშობლების საფლავზე ბარათი დატოვა, ორი წლით პირობითი პატიმრობა მიუსაჯა. ბარათში ნათქვამია, რომ მათ "შეშლილი და მკვლელი გაზარდეს". 

სასამართლომ 60 წლის ირინა ციბანევა დამნაშავედ ცნო პოლიტიკური სიძულვილის საფუძველზე სასაფლაოების შეურაცხყოფისთვის. მისმა ადვოკატმა თქვა, რომ იგი ბრალს არ აღიარებს, რადგან მას საფლავი არ შეულახავს და არ უცდია, მისი ქმედება გაესაჯაროებინა.

"მანიაკის მშობლებო, წაიყვანეთ იგი თქვენთან. ის უამრავ ტკივილს და უბედურებას იწვევს. მთელი მსოფლიო ლოცულობს მის სიკვდილისთვის. სიკვდილი პუტინს. თქვენ გაზარდეთ შეშლილი და მკვლელი". - წერია ბარათში, რომელიც ციბანევამ 2022 წლის ოქტომბერში, პუტინის დაბადების დღის წინა დღეს საფლავზე დადო. 

კომენტარები