აშშ-უნგრეთი

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს ომში ჩათრევაში ადანაშაულებს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო აშშ-ს საელჩოს ომში ჩათრევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ სიიარტომ პრესკონფერენციაზე ისაუბრა

სიიარტოს ბრალდება აშშ-ს ელჩის, დეივიდ ფრესმენის მხრიდან კრიტიკას მოჰყვა. ელჩის თქმით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ომის დაწყების შემდეგ ხუთჯერ ეწვია რუსეთს, თუმცა ერთხელაც არ უსაუბრია პირისპირ თავის უკრაინელ კოლეგასთან.  

"ყოველ შემთხვევაში, მე ელჩებს საზღვარგარეთ ორმხრივი ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით ვგზავნი და არა იმისთვის, რომ იქ თავი ადგილობრივებზე ჭკვიანი ეგონოთ. ჩვენ არ გვსურს ომი, მშვიდობა გვინდა. გვესმის, რომ ამერიკელებს ჩვენი ომის პროპაგანდაში ჩათრევა სწადიათ, უნდათ ომის ბანაკებში გადავნაწილდეთ, მაგრამ ჩვენ მშვიდობის ბანაკს ვეკუთვნით". - აღნიშნა სიიარტომ. 

კომენტარები