აშშ უკრაინას დამატებით $300 მილიონის სამხედრო დახმარებას გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას AP News-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამერიკელი მაღალჩინოსნების ცნობით, უკრაინის არმია HIMARS-ის სისტემებისთვის მართვად რაკეტებს, ჰაუბიცებისთვის ჭურვებს, ნაღმტსატყორცნებსა და ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებს მიიღებს. დახმარების პაკეტში პირველად შევა საავიაციო რაკეტა Hydra-70. დახმარების პაკეტში შემავალი იარაღი და საბრძოლო მასალა პენტაგონის მარაგებიდანაა და უკრაინას უახლოეს მომავალში მიეწოდობა, რათა მათ ფრონტის ხაზზე წინსვლა შეძლონ.
ბოლო თვეებში შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა ზუსტად იმის თქმაზე, თუ რა რაოდენობის მასალა გაიგზავნება უკრაინაში, მაგრამ უახლესი პაკეტი წინა დახმარების პაკეტების მსგავსია. ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, უკრაინა ასევე მიიღებს სათადარიგო ნაწილებს, სატვირთო მანქანებსა და სხვა აღჭურვილობას.
ეს ომის დაწყების შემდეგ აშშ-ის სამხედრო დახმარების 37-ე პაკეტია, ხოლო აშშ-ს მიერ უკრაინის დახმარების ჯამური მოცულობა თითქმის $36 მილიარდია.





