აქონდროპლაზია

გაბუნია: თუ ბავშვის ინტერესი აქვთ, მთავარია, ყველაფერი გადავიდეს კონსტრუქციულ რეჟიმში

ეს მედიკამენტი ჯერჯერობით არცერთ სტანდარტულ მკურნალობაში შეტანილი არ არის, ამდენად, როდესაც საქმე გვაქვს არასტანდარტულ მკურნალობასთან, აქ არის საჭირო მეტი სიფრთხილე, მეტი დრო და გარკვეული ეტაპების გავლა.

ჩვენ არასდროს არ გვითქვამს, რომ უარს ვამბობთ ამ მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანაზე, მწარმოებელთან მოლაპარაკებები მიდის, სამინისტრომ კონსულტაციები დაიწყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ევროპის  იშვიათი დავაადებების ასოციაციასთან, მწარმოებელთან გასული წლის ბოლოს. თუ ინტერესი არ გვქონდა მედიკამენტის შემოტანის, მაშინ რა მიზნებს ემსახურებოდა ეს კონსულტაციები? ეს კონსულტაციები დღესაც გრძელდება.

ამ ტიპის ფორმატში ძალიან რთულია კონსტრუქციული გადაწყვეტილებების მიღება, ამდენად, ბავშვის ინტერესი ვისაც აქვს და თუ ეს ყველაფერი ბავშვის ინტერესს ემსახურება, მაშინ მთავარია, ყველაფერი გადავიდეს ისევ კონსტრუქციულ სამეცნიერო რეჟიმში და ჩვენ ვიმსჯელოთ იმ რისკებზე და რისკების გადაზღვევის გზაზე, რაც შესაძლებელია, ახალი ინოვაციური მედიკამენტის ქვეყანაში დანერგვას უკავშირდებოდეს.

მე ეჭვი არ მეპარება, რომ მშობლები ბავშვის ინტერესიდან გამომდინარეობენ, მაგრამ ინტერესთან ერთად გასათვალისწინებელია სამეცნიერო ცოდნა, ტექნიკური გამოცდილება, საერთაშორისო გამოცდილება, რაც თან ახლავს წამლის დანერგვას, ამდენად, მნიშვნელოვანია კომპლექსური მიდგომა და კონსტრუქციული ერთობლივი მუშაობა ამ მიმართულებით იმისთვის, რომ ჩვენს ბავშვებს ჰქონდეთ ის წამალი, რომელიც მათ სიკეთეს მოუტანს.

ჯანდაცვის მინისტრი თამარ გაბუნია აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტზე.

კომენტარები