სანქცირებული რუსი ოლიგარქი

ბრიტანეთმა ევტუშენკოვისა და სხვა რუსი ოლიგარქების ნათესავებს სანქციები დაუწესა

ვლადიმერ ევტუშენკოვი

დიდმა ბრიტანეთმა რუსი ოლიგარქების ოჯახებს ახალი სანქციები დაუწესა. სანქციები შეეხოთ მათ, ვინც უკვე სანქცირებულ რუს ოლიგარქებს თავიანთი აქტივების დამალვაში ეხმარებოდნენ. სანქცირებულთა შორის არიან ვიქტორ მედვედჩუკის ცოლი და პუტინის ნათლულის დედაა - ოქსანა მარჩენკო, ასევე რუსი ოლიგარქების - სულეიმან ქერიმოვის, ანდრეი სკოჩისა და ვლადიმერ ევტუშენკოვის ნათესავები. ინფორმაციას ფინანსური სანქციების განხორციელების სამსახური (OFSIავრცელებს.

ოლიგარქების სანქცირებულ ნათესავებს შორის ასევე არის ვლადიმერ სკოჩი, რუსი პარლამენტარის და ოლიგარქის ანდრეი სკოჩის მამა, ასევე მილიარდერის ქალიშვილი ვარვარა. ისინი ერთად ფლობენ ოლიგარქის აქტივებს. ანდრეი სკოჩისა და მისი ოჯახის ქონება რუსულმა Forbes-მა 2022 წელს 4,7 მილიარდ დოლარად შეაფასა.

გარდა ამისა, სანქციების ქვეშ არიან ნატალია ევტუშენკოვსი, AFK Sistema PAO-ს დამფუძნებლის, ვლადიმერ ევტუშენკოვის მეუღლე (მისი ქონება Forbes-ის შეფასებით  2022 წელს $1,7 მილიარდი დოლარი იყო) და ბიზნესმენის შვილები, ტატიანა და ფელიქსი. 

ამასთან, დასავლური მედიის ინფორმაციით, სანქცირებულთა შორის დემეტრეს იოანიდესი და ქრისტოდულოს ვასილიადესი არიან. ბრიტანეთის ცნობით, ისინი მთავარ რუს ოლიგარქებს, რომან აბრამოვიჩსა და ალიშერ უსმანოვს ეხმარებიან.


2022 წლის აპრილში Youtube-ზე გავრცელდა ჩანაწერი, რომელიც შესაძლოა ასახავდეს ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის საუბარს.

გავრცელებულ ჩანაწერში, სადაც ორ სხვადასხვა დროს შემდგარი სავარაუდო ლაპარაკია ნაჩვენები, სავარაუდოდ ივანიშვილი სავარაუდოდ ევტუშენკოვს ეუბნება, რომ "სიტუაცია არასახარბიელოა, მაგრამ გაძლებაა საჭირო, რას იზამ". ამის შემდეგ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი თანამოსაუბრეს ეუბნება, რომ რაღაცას "მანდ დავითი მოიტანს", რაც მისივე თქმით, ივანიშვილსაც დააინტერესებს და სხვებსაც.

მეორე ზარის შემდეგ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი სავარაუდოდ ივანიშვილს ეუბნება, რომ "ჩემი კაცი ჩამოვიდა, ალი, იცნობ შენ მას" და ეკითხება, რომ ბოლოს და ბოლოს შეუძლია შეხვდეს თუ არა, რაზეც თანამოსაუბრე პასუხობს, რომ ის ეგრევე პრემიერს გაუგზავნა.

კომენტარები