ყაზახეთი-აზერბაიჯანი

თოყაევი და ალიევი ყაზახეთის მიერ აზერბაიჯანის გავლით ნავთობის მიწოდების ზრდაზე შეთანხმდნენ

ყაზახეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები, ყასიმ-ჟომართ თოყაევი და ილჰამ ალიევი ყაზახეთის მიერ აზერბაიჯანის გავლით ნავთობის მიწოდების გაზრდაზე შეთანხმდნენ. მოლაპარაკებები სავაჭრო-ეკონომიკური მოლაპარაკებები ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღმავება განიხილეს. თოყაევის თქმით, ყაზახეთისთვის პრიორიტეტული ამოცანაა მსოფლიო ბაზრებზე ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიცირება.

"ჩვენი შეთანხმებების შედეგად, მიმდინარე წელს აზერბაიჯანის გავლით მოხდა ყაზახური ნავთობის პირველი პარტიის გაგზავნა. მომდევნო ნაბიჯი მიწოდების მოცულობის გაზრდა და ამისთვის გრძელვადიანი, სტაბილური ხასიათის მიცემაა. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ამ მნიშვნელოვანი ინიციატივების პირადი მხარდაჭერისთვის". - აღნიშნა თოყაევმა.

ამავდროულად, აზებაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, მხარეებმა ასევე განიხილეს შუა დერეფნით ტვირთების ტრანსპორტირების გაზრდის გრაფიკი.

"ჩვენს ქვეყნებს შორის სამოკავშირეო ურთიერთობები ჩვენი თანამშრომლობის მომავალი განვითარების მყარი ფუნდამენტია. დღეს თანამშრომლობას ვავსებთ კონკრეტული შინაარსით და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც აგვისტოში, ბაქოში მივიღეთ უკვე ხორციელდება. როგორც პრეზიდენტმა თოყაევმა აღნიშნა, ერთ-ერთია აზერბაიჯანის გავლით ყაზახური ნავთობის ტრანზიტის დაწყება, ასევე შუა დერეფნის შესაძლებლობების სრულად გამოყენებისთვის ჩვენი ქვეყნების სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურების გაერთიანებისთვის საჭირო სამუშაოების დაწყება. ამავდროულად განვიხილეთ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტზე ტვირთების ტრანსპორტირების გაზრდის კონკრეტული ციფრები, კონკრეტული გრაფიკი და მივეცით დავალებები შესაბამისი სტრუქტურების ხელმძღვანელებს, რათა ახლო მომავალში ყველა ეს საკითხი დამუშავდეს". - თქვა ალიევმა.

კომენტარები