სასამართლო კლანის სანქცირება

მურუსიძე: ფიქრობდნენ, რომ თავს ჩავღუნავდით – ვართ განწყობილი საბრძოლველად, მაგრად ვდგავართ

ჩვენ პრემიერმინისტრს მივაწოდეთ ყველა ინფორმაცია. მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული და მინდა მოვუწოდეო, პირველ რიგში, ჩემს კოლეგებს, რომ იყვნენ მშვიდად. რეალურად, არავინ ისეთ მძიმე მდგომარეობაში არ არის მორალური ტერორით, წლების განმავლობაში რაც ხდებოდა პირადად ჩემ წინააღმდეგ, პირადად მიხეილ ჩინჩალაძის წინააღმდეგ, ვინც არიან დასანქცირებული [მათ წინააღმდეგ]. მერწმუნეთ, ვდგავართ მაგრად, არ გვეშინია არაფრის. პირველად საქართველოს ისტორიაში სასამართლო არის ხელისუფლება. 

ფიქრობდნენ, რომ როცა დაასანქცირებდნენ მოქმედ მოსამართლეებს, ჩვენ თავს ჩავღუნავდით, კორუფციის იარლიყს მოგვაკრავდნენ, ვერ გავბედავდით, რომ ხმამაღლა გველაპარაკა. ვართ განწყობილი საბრძოლველად, ვფიქრობთ, რომ ვართ მართლები, მიგვაჩნია, რომ სასამართლო არის ხელისუფლება, რომლის საქმიანობაშიც არავინ არ უნდა ჩაერიოს. 

რადგანაც მივმართეთ ჩვენ ბატონ პრემიერს, მიმაჩნია, რომ სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, უსაფრთხოების გარანტი არის საქართველოს პრემიერმინისტრი.  

ჩვენთან მიმართებაში აბსურდი არის კორუფციული ბრალდებების წამოყენება, რა თქმა უნდა, ეს უნდა გასაჩივრდეს აშშ-ს სასამართლოში. 

ამბობს სანქცირებული მოსამართლე, ლევან მურუსიძე პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ. 

კომენტარები