სასამართლო კლანის სანქცირება

მურუსიძე EU-ს შესაძლო სანქციებზე: საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ვივლი აქ

მიმაჩნია, რომ საქართველო, ჩვენი ქვეყანა, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. საქართველო ყოველთვის ევროკავშირის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა და ერთ-ერთი აუცილებელი პირობა არის ის, რომ საქართველოს ჰქონდეს ის მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და არ უნდა ექვემდებარებოდეს სხვებს.

მე ვთქვი, რომ საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და ვივლი საქართველოს მასშტაბით, ამიტომ ვთქვი ბაბუაჩემზე, რომ არ იყო ამერიკაში და ევროპაში-მეთქი, სულაც არ არის აუცილებელი, ადამიანი შეიძლება თავის ცხოვრების განმავლობაში არც ამერიკაში ან ევროპაში არ იყოს ნამყოფი, მაგრამ იყოს პატიოსანი.

თქვა ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მიერ დასანქცირებულმა მოსამართლე ლევან მურუსიძემ ევროკავშირის მხრიდან მისთვის შესაძლო სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით საუბრისას

კომენტარები