ავტოსაგზაო შემთხვევა

გლდანში მიკროავტობუსი სილამაზის სალონს შეეჯახა – დაშავდა ოთხი ადამიანი

IPN

გლდანის V მიკრორაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. მედიის ინფორმაციით, დისტრიბუციის მიკროავტობუსი სილამაზის სალონის შესასვლელს შეეჯახა.

ინტერპრესნიუსის ცნობით, დაშავებულებს შორის ერთ-ერთი სალონში მყოფი პირია, დანარჩენები კი -  ავტომანქანაში მსხდომები. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, ოთხივე დაშავებულს მსუბუქი სახის დაზიანებები აქვთ. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

კომენტარები